მიხეილ ჯავახიშვილის ანდერძი ქალიშვილს

მიხეილ ჯავახიშვილმა თავის შვილს, ქეთევან ჯავახიშვილს "ჩვენი დროის 10 მცნება" უანდერძა. მან ამ ჩამონათვალში ხაზი გაუსვა: სამშობლოს სიყვარულს, ერთგულებას, პატიოსნებას, თავმოყვარეობას, ნიჭიერებას და ყველა იმ გარდაუვლად აუცილებელ გრძობებს თუ ქცევებს, რომელზეც ყოველმა ადამიანმა უნდა იფიქროს და გაითავისოს. მიხეილ ჯავახიშვილი და ქეთევან ჯავახიშვილი 1. შენ ხარ მა­რა­დი­უ­ლი, გა­ნუყ­რე­ლი და ერ­თგუ­ლი წევ­რი და მსა­ხუ­რი შენი მშო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სი.... Continue Reading →

დავით აღმაშენებელი – ტეტრალოგია, ტომი II

“ ამგვარი რამეც ხდება ხოლმე ცხოვრებაში: მეგობარი დაგესიზმრება შორს გადახვეწილი, დილას გაიხედავს და კარზე მოგადგება იგი. ინატრებ შეჭირვებული რაიმეს და მეორე დღესვე საწადელი აგიხდება ანაზდად.“ „ორ რამეს ვერავინ მიიტაცებს ამქვეყნად: ხის ჩრდილსა და ნიჭსა კაცისა.“ „ეს ქვეყანა ისეა გაჭედილი, ყოველი მშვენიერი და ქველი საბაბის მიუცემლად ჰბადებს მტრობას.“ „კურდღლის კუდივით მოკლეა სიკეთე, ხოლო ბოროტება - ფარშევანგის... Continue Reading →

დავით აღმაშენებელი – ტეტრალოგია, ტომი I

დავით აღმაშენებელი ტომი I კონსტანტინე გამსახურდიას ტეტრალოგია „დავით აღმაშენებელი“, პირველ ყოვლისა, რომანია, დაწერილი დიდი კულტურით, ცოდნითა და ოსტატობით. მაგრამ ეს წიგნი რომანზე მეტია ქართველი კაცისათვის, როგორც ნაციონალური ეპოსი, მისი ისტორიის, ჰეროიკული სულის ქცევა სახეებად. ამდენად აქვს მას ნაციონალურ-პოლიტიკური მნიშვნელობა. დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და რელიგიურ-კულტურული ერთიანობა - ეს არის დავით აღმაშენებლის ბრძოლისა და მოღვაწეობის მიზანი. ეს... Continue Reading →

კონსტანტინე გამსახურდია “დიონისოს ღიმილი”

..ასეა სიყვარული კორექტულ შეცდომასა ჰგავს, სადაც არ გგონია, იქ შეგეპარება“.  „ზოგიერთ ადამიანს მხოლოდ ნახევარი სული აქვს. იგი იტანჯება თავისი მარტოობითა და სულნახევრობით. ადამიანური ენით მეტყველებს, მაინც თევზივით მუნჯია და უმწეო. მისი სიტყვები დასეტყვილი ყვავილივით იბნევა ქარში. ერთი შეხედვით იგი ქუჩაში დაგდებულ გადალესილ ფლურსა ჰგავს, ხელში რომ აიღებ, მტვერს შემოაცლი, ოქროა ხალასი. გზადმიმავალი იშვიათად შენიშნავს ვულკანური... Continue Reading →

ნუ მოკლავ ჯაფარას

რომანი გასული საუკუნის სამოციან წლებში, აშშ-ში შეიქმნა. მისი ავტორი, ჰარპერ ლი ალაბამას შტატში დაიბადა 1926 წელს. რომანი, ნუ მოკლავ ჯაფარას გამოსვლის დღიდან არ კარგავს აქტუალობას, იგი იქცა თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშად, მას მოგებული აქვს არაერთი ჯილდო აგრეთვე პულიცის პრემია. იგი დღემდე  ისწავლება ამერიკის საშუალო და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. ნაწარმოებში აღწერილი პერსონაჟები წარმოადგენენ მწერლის ბიოგრაფიის... Continue Reading →

Website Powered by WordPress.com.

Up ↑

Design a site like this with WordPress.com
Get started